ბაღდათში აგროტურიზმის განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
multicat=36 როგორც რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას ბაღდათის მერმა, არჩილ გოგსაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.
,,უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტურისტული მარშრუტების მარკირება. ვმუშაობთ სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებთან ტურისტებს მოზიდვის კუთხით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ბაღდათში აგროტურიზმის განვითარება. უკვე არსებობს 40-მდე ოჯახური მარანი, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ სტუმრები. ვითარდება ნელ -ნელა ინფრასტრუქტურა, როგორც ადგილობრივი მეწარმეების მხრიდან, ასევე მუნიციპალიტეტის ხელშეწყობითაც.”- განაცხადა ბარათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ.
ბაღდათს გასული წლის ნომებერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილი სტუმრობდა. მისი თქმით, ბაღდათი მეღვინების კულტურით გამორჩეულია და იმერეთეთს აგრო და ღვინის ტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. ბაღდათში კი ღვინის კოოპერატივის შეიქმნა დაანონსდა.