ფინკა ბანკის ახალი უნიკალური პროდუქტი საკრედიტო ლიმიტი რამდენიმე თვეა დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე და მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

რა არის უნიკალური ამ პროდუქტში და  რატომ უნდა ისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით? – საკრედიტო ლიმიტი არის წინასწარ დამტკიცებული თანხა, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნობრიობით შეიძლება გამოიყენოთ. ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის დროს ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე, რაც ძალიან მოსახერხებელია: ყოველ თვე ერთსადაიმავე თანხას იხდით, მიუხედავად ათვისებული თანხისა.

 

შესაბამისად, თუ გსურთ გქონდეთ თანხა, რომელსაც ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზნობრიობითა და სიხშირით გამოიყენებთ, ისარგებლეთ ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტით. ხარჯავთ მეტს და ყოველ თვე აბრუნებთ ნაკლებს – გამოიყენეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და აისრულეთ სურვილები.

 

საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს შემოსავალი. უზრუნველყოფა არ მოითხოვება, რაც პროდუქტს კიდევ უფრო მოქნილს და მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.

 

საკრედიტო ლიმიტის მინიმალური მოცულობა 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური  – 4000 ლარია. ანგარიშზე წინასწარ დამტკიცებულ თანხას ფინკა ბანკის ბარათების მეშვეობით ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში მარტივად გამოიყენებთ ან ბანკომატიდან გამოიტანთ. საკრედიტო ლიმიტის ასაღებად მიმართეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრებს საქართველოს 32 ქალაქში, შეავსეთ ონლაინ განაცხადი ვებ გვერდზე www.FINCA.ge ან დაგვირეკეთ *4949

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *