წყალტუბოში, სოფელ გეგუთში სოციალური საწარმო გაიხსნა. საწარმოს გახსნას
multicat=36 ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა საწარმომ, მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებენ, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, ვფიქრობ, ეს იქნება იმერეთის რეგიონისთვის კარგი სტარტი, რაც მთავარია, ევროკავშირის თანხები გამოყენებულია რაციონალურად და მორგებულია კონკრეტული ადამიანების საჭიროებებს”, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა დომენიკა სკუბიდამ.
“მიხარია, რომ დღეს წყალტუბოში კიდევ ერთი ახალი სოციალური საწარმო გაიხსნა, ვფიქრობ, ასეთი ინოვაციური პროქტების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მადლობა ორგანიზაცია “, ,,აფხაზინტერკონტს” ევროკავშირის წარმომადგენლებს წყალტუბოში ახალი საწარმოს გახსნისა და ყოფილი პატიმრების, პრობაციონერების მომავალზე ზრუნვისთვის”, – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
საწარმოში სასათბურე პირობებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეკოლოგიურად ჯანსაღი კენკროვანი კულტურები მოჰყავთ და მზა პროდუქციას მურაბებისა და კომპოტების სახით აწარმოებენ, პროექტი ფონდ “აფხაზინტერკონტმა” ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა, წარმოებული პროდუქციის რეალიზება ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონზეა გათვლილი.