თერჯოლა 23 ოქტომბერს ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალზე მისულებს
multicat=36 შესაძლებელობა ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინოები. მათგან საუკეთესოს კი სომელიები გამოავლენენ.
გარდა ამისა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოდგენილი ექნება იმერული ეზო. თერჯოლის მერიის ინფორმაცით, სკვერში მოწყობილი იქნება გამოფენა-გაყიდვა თერჯოლის სამხატვრო სკოლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და კერძო შემოქმედთა მონაწილეობით, ასევე გაიმართება ატრაქციონი ბავშვებისათვის, კერძო კოლექციონერთა გამოფენა, ხოლო მხატვარი მსურველთათვის შეასრულებს პორტრეტებს.
სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი შემსრულებლები.
ღვინის ფესტივალი თერჯოლაში 23 ოქტომბერს, 11:00 საათიდან დაიწყება.