წყალტუბოში, სოფელ გეგუთში, სოციალური საწარმო გაიხსნება. ფონდ ,,აფხაზინტერკონტის”
multicat=36 გამგეობის თავმჯდომარის, არჩილ ელბაქიძის ინფორმაციით, სოციალური საწარმოს ,,აგამა” გახსნა დღეს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.
აქ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებენ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მათ შორის მარწყვს, ჯემებს და კიტრს.
საწარმო პროექტის ,,ყოფილი პატიმრების, პრობაციონერბისა და პატიმართა ოჯახების ხელშეწყობა იმერეთის რეგიონში” ფარგლებში გაიხსნება.
გახსნის ღონისძიებას ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტის ფარგლებში უკვე შექმილია ორი სოციალური საწარმო წყალტუბოში, სოეფლე გეგუთსა და ქუთაისში. გეგუთში შექმნილი საწარმო სოფლის მეურნეობის დარგში ითვალისწინებს სასათუბურე პირობებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეკოლოგიურად ჯანსაღი კენკროვანი კულტურების წარმოებას და გადამუშავებას.