აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მოდელებზე ისაუბრეს.

 

multicat=36 კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მოდელები გუშინ, დღეს, ხვალ” აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენცია საერთაშორისო იყო და მასში  200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ  12  ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები.  კონფერენციაზე ჯამში 96 სტატია განიხილეს.

,,ეს არის კონფერენცია, რომელსაც მეშვიდე წელია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთობლივად მართავს. მისი მიზანია ეროვნული ეკონომიკის გავითარების მოდელების შესწავლა. რა იყო წარსულში, რა არის დღეს და რა პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს მომავალში ეროვნული ეკონომიკის განვითარების მიზნით”.- განაცხადა ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა შონიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ალექსანდრე სიჭინავას თქმით, არსებობს უამრავი მოდელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას მოერგება.

,,ჩვენ ვეძებთ ეკონომიკური განვითარების ისეთ მოდელებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკას მოერგება. პირდაპრ გადმოტანა არ არის სწორი. გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების დონე, თუმცა ველოსიპედი გამოსაგონებელი არ არის. არსებობს უამრავი მოდელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას მოერგება. ჩვენ გვეხმარებიან უცხოელი მეგობრები 12 ქვეყნიდან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ კონფერენციაში. შესაძლებელია მომავალ წელს მათი რაოდენობა 20-25 ქვეყნამდე გაიზაროდს.”- განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ.

კონფერენცია მომავალ წელს თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *