“მსგავსი თემები ჩვენთვის ახალი არ არის. თითქმის ყველა დაცულ ტერიტორიაზე ეკოტურიზმის განვითარებას
multicat=36 ადგილობრივ მოსახლეობაში მეტ-ნაკლებად მსგავსი დამოკიდებულება მოჰყვება.” – ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოში სოფელ კინჩხაში მოსახლეობის მოთხოვნის შესახებ დასული კითხვის საპასუხოდ განუცხადეს.
ადგილობრივები კინჩხას ჩანჩქერის ტერიტორიაზე უფასოდ შეშვებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ადგილობრივებს მშობლიური ტეროტორიის მოსანახულებლად 10 ლარის გადახდა არ უნდა უწევდეთ.
“ყველა ტერიტორიაზე განვითარებიდან ერთ წელიწადში მოსახლეობა კმაყოფილია. მაგალითისთვის მარტვილის კანიონი და სათაფლიაც კმარა. თავდაპირველად მოსახლეობამ ვერ აღიქვა ისე, როგორც საჭირო იყო ობიექტის განვითარების მნიშვნელობა. ტერიტორიებზე ტურიზმის გახდა უსაფრთხო, ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, ბევრად მეტი ახალი დასაქმების ადგილი შეიქმნა, კვების ობიექტები, საოჯახო სასტუმროები, მიწის ფასი გაიზარდა და ა,შ.”- განაცხადეს განაცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სააგენტოში ფიქრობენ, რომ ოკაცეს ჩანჩქერზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, რაც მოსახლეობის კეთილდღებობაზეც აისახება.
“ოკაცეს ჩანჩქერს, ძალიან უხეში გათვლით, მაქსიმუმ შეიძლება ჰყავდა 10 ათასამდე ვიზიტორიც არ ჰყავდა. ობიექტის განვითარების შემდეგ, რაც გულისხმობს უსაფრთხო ბილიკის მოწყობას, იქ ჩანჩქერია და ქვათაცვენა იყო. არსებობდა საფრთხე , რომ ვიზიტორი ქვათაცვენაში მოჰყოლილიყო, გახდა მიზიდულობის ცენტრი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წელსვე მინიმუმ 4-ჯერ მეტი ვიზიტორი ესტუმრება. უკვე იგრძნობა, ნაკადი ბევრად გაზრდილია. გაიზარდა მიწის ფასი. მანამდე არც თუ ისე ძვირად ფასობდა.15-20 დოლარი გახდა კვადრატული მეტრი. უფრო მეტ სიკეთეს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა იმით, რომ ეს ეკოტურისტული ცენტრი გახდება მიზიდულობის ცენტრი”,- განაცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ სოფელ კინჩხას მოსახლეობამ ჩანჩქერის ტერიტორიაზე უფასოდ დაშვების მოთხოვნით პეტიციაც შეადგინა.
ოკაცეს ჩანჩქერი 6 მაისს გაიხსნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ადგილზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ბილიკები, პლატფორმები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 1 100 100 ლარით იყო დაფინანსებული.
ოკაცეს ჩანჩქერი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს.