სოფლების, გორდისა და კინჩახას მცხოვრებლები ჩანჩქერის ტერიტორიაზე
multicat=36 უფასოდ დაშვებას ითხოვენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კინჩხაში ჩანჩქერის გახსნის შემდეგ მათთვის კანიონისა და ჩანჩქერის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი გახდა, რაც მათი განცხადებით არასწორია.
ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლის მონახულბისათვის მათ 10 ლარის გადახდა მოუწევთ. ადგილობრვივებმა პეტიცია შეიმუშავეს. ისინი იოთხოვენ, რომ ადგილობრივებისათვის ბუნების ძეგლის მონახულება უფასო იყოს.
“6 მაისის, კინჩხას ჩანჩქერის გახსის შემდეგ, ჩვენთვის, ადგილობრივებისთვის, იმ ადგილზე შესვლა, რომელსაც საკუთარ ხუთ თითზე უკეთ ვიცნობთ ფასიანი გახდა, იდენტური მდგომარობაა გორდში – ოკაცეს კანიონზე- ანუ დღეები, როდესაც ჩანჩქერსა და კანიონზე თავისუფლად ჩასვლა და გადაადგილება შეგვეძლო, სადღაც გაქრა და გაუჩინარდა.
აქედან გამომდინარე, მეტისმეტად წარმოუდგენლად მიგვაჩნია ადგილობრივი მოსახლეობისგან მოითხოვო 10 ლარი, რომ მისთვის მშობლიურ ადგილზე მოხვედრა შეძლოს.
სწორედ ამიტომ, ჩვენი თხოვნაა კინჩხაში არსებულ ჩანჩქერსა და გორდის ოკაცეს კანიონზე მოხდეს ადგილობრივებისა და მათი ოჯახის წევრების უფასოდ შეშვება!” – წერია პეტიციაში.
ოკაცეს ჩანჩქერი 6 მაისს გაიხსნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ადგილზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ბილიკები, პლატფორმები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 1 100 100 ლარით იყო დაფინანსებული.
ოკაცეს ჩანჩქერი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს.
ფოტო: საქართველოს ეროვნული პარკები