ებრაული ბიზნეს კომპანიები წყალტუბოს პონტეციალით
multicat=36 დაინტერესდნენ. წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ებრაული მსხვილი ბიზნეს ჯუფების “SHEVET ACHIM” და “ENGELINVEST GROU”P -ის წარმომადგენლები წყალტუბოშ იმყობებოდნენ. მათ კურორტის სანატორიუმები დაათვალიერეს. ჯგუფის ხელმძღვანელის დავით ალონის – აჯიაშვილის თქმით, წყალტუბოში ჩამოსვლამდე ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკის მინისტრს – გიორგი ქობულიას შეხვდნენ და კურორტის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს.
“ჩვენთვის წყალტუბო, მიღებული იყო როგორც საინტერსო თემა ბიზნესის კუთხით და გეოპოლიტიკური ხედვითაც. ჩვენი ინტერესი არ არის წერტილობრივი და პატარ-პატარა პროექტები. ჩვენ რეგიონს ვუყურებთ ერთიანი ხედვით ბიზესგანვითარებისათვის. ჯერ ჯერობით დავათვალიერებთ წყალტუბოს, მომავალში საჭიროა ფინანსური მოდელის შემუშავება. განწყობა არის ძალიან სერიოზული. – განაცხადა ENGELINVEST GROUP -ის ბორდის წევრმა დავით ალონ – აჯიაშვილმა.
ებრაელ ინვესტორებს წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.