ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში
multicat=36 ახალი პროექტის განხორცილებას გეგმავენ. როგორც ცენტრის თანამშრომლებმა 2018 წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადეს, პროექტი საპილოტე იქნება და შესაძლოა სკოლის სახე მიიღოს.
“გვაქვს გიდების პროფესიული განათლების პრობლემა. ტურისტული კომპანიების თხოვნა იყო ამ მიმართულებით დახმარება. ამიტომ ვფიქრობთ, გიდების, სასტუმროს მომსახურე პერსონალისათვის საჭიროების მიხედვით ტრენინგების ჩატარებას. ჩვენ პერიოდულად ვხვდებით ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს და თუ კონკრეტულად გვეტყვიან რაა საჭირო, უფრო დავეხმარებით”,- განაცხადეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში.
ქუთაისში 2018 წელს ტურისთების რაოდენობა 85 პროცენტითაა გაზრდილი. ამის შესახებ ქუთაიისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა განაცხადა.
ქუთაისის ტურიზმის ცენტრით 2017 წელს 8255 ათასმა ტურისტმა ისარგებლა, 2018 წელს 11422 ათასმა მიაკითხა, ხოლო 2018 წელს 21168 ათასმა.
ცენტრში იმედოვნებენ რომ 2019 წელს ქუთაისის კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა.