ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისსაც დავეხმაროთ იმაში, რომ ქუთაისშიც შეიქმნას ტურისტული ადგილები
multicat=36 და არა მხოლოდ ბაგრატი და მიმდებარე ლოკაციები იყოს ქუთაისში ჩასული ადამიანებისთვის მთავარი.- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს”განაცხადა. მინისტრმა ეკონომიკური კონფერენციის მონაწილეებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ქუთაისში დაგეგმილ პროექტებზეც იყო საუბარი. მაია ცქიტიშვილის თქმით, ქუთაისში თეთრ და ჯაჭვის ხიდებს შორის, სახლების რეაბილიტაციის გარდა, ახალი ბულვარის შექმნა იგეგმება:
“ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისსაც დავეხმაროთ იმაში, რომ ქუთაისშიც შეიქმნას ტურისტული ადგილები და არა მხოლოდ ბაგრატი და მიმდებარე ლოკაციები იყოს ქუთაისში ჩასული ადამიანებისთვის მთავარი. ამიტომ, ქუთაისში არის ძალიან საინტერესო ისტორიული უბანი, ეს არის რიონის სანაპიროს მონაკვეთი. თეთრ ხიდსა და ჯაჭვის ხიდს შორის გვინდა ახალი ბულვარის შექმნა, რომელიც ემიჯნება იმ ისტორიულ სახლებს, რომლის რეაბილიტაციასაც განვახორციელებთ. ამ სახლებში, მსგავსად მარჯანიშვილისა, ახალი თბილისის განხორციელებული პროექტის სახით სადაც სახლების რეაბილიტაციის შედეგად რეალურად შეიქმნა ახალი კაფეები , რესტორნები, სასტუმროები , მაღაზიები და ა.შ. მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს არის ერთის მხრივ ტურისტული ლოკაცია და მეორეს მხრივ კიდევ ერთი შესაძლებლობა ქუთაისელებისათვის რათქმაუნდა პირველ რიგში, რომ საკუთარი ბიზნესი განავითარონ.” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის დაწყება 2019 წლიდან იგეგმება, თუმცა საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. ტენდერი გამოცხადება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე დაანონსდა, შემდეგ კი განაცხადეს, რომ იანვრის ბოლოს გამოცხადდება.
თუ ტედერი წელს გამოცხადდა, უშუალოდ სამუშაოების დაწყებას 2020 წლიდან ვარაუდობენ. რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონზე.
ფოტო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო