გასულ საუკუნეში ლეჩხუმიდან
multicat=36 საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში ღვინო ჩაიტანეს. საბჭოეთის ბელადს, სტალინს ღვინო ძალიან მოსწონებია. ღვინო, რომლითაც ჯერ კიდევ მაშინ სტალინი აღფრთოვანდა უსახელოურია. ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ცაგერის რაიონში.
“ლეჩხუმში რამდენი ოჯახი იყო, სადაც ასხამდნენ ამ ღვინოს და მიჰქონდათ საბჭოთა იმპერიის დედაქალაში. თეირანის 1943 წლის კონფერენციაზე სტალინი ამ ღვინით ამერიკის პრეზიდენტს რუზველტს გაუმასპინძლდა, რომელსაც ძალიან მოეწონა და დაინტერესდა ფლორიდაში თუ იხარებსო.” – ამბობს თამაზ რომანაძე, რომელიც უსახხელურს ახლა თავის მარანში, წყალტუბოში ამუშავებს და ჰყიდის. “ხომლის მარნის” ვენახები გაშენებულია უსახელოურის გაშენების მიკრო ზონაში, მუშავდება ბუნებრივი ბიოლოგიური სასუქებითა და ბიოპრეპარატებით.
“ხომლის უსახელაური” – ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოა აქვს ჯიშური არომატი, შეიძლება ითქვას ხვამლის მთის ბუნების სურნელი და ჰარმონიულობა. კომპანია “ხომლის მარანის” დამფუძნებლის, თენგიზ რომანაძის თქმით, ღვინო უძველსი მეთოდებით მზადდება. გარდა ამერიკის პრეზიდენტისა ღვინო ბელარუსიის პრეზიდენტმა და სხვადასხვა ქვეყნების მაღალჩინოსნებმა დააგემოვნეს.
“მსოფლიოში ღვინის ბიზნესი არის პირამიდა და ჩვენი, ქართულ ღვინო ყოველთვის ამ პირამიდის წვერზე უნდა იყოს. ეს არის პრემიუმ კლასის ღვინო. ბელარუსის პრეზიდენტს, ესპანეთის პრემიერს, ჩინეთის პრემიერს, შევჩენკოს და სხვა ცნობილ ადამიანებს აქვს დაგემოვნებული. ყველა მათგანს მოეწონა.” – ამბობს თამაზ რომანაძე, კომპანია “ხომლის მარნის” დამფუძნებელი.
“ხომლის მარანს” წყალტუბოს მაჟორიტარი ესტუმრა და ღვინის ისტორიასა და დამზადების ტექნიკას ადგილზე გაეცნო. ცოტნე ზურაბიანის თქმით, ღვინის ისტორიის წარმოების განვითარებისთვის საჭიროა არსებობდეს მეტი მსგავსი მარანი.
“ღვინის წარმოების განვითარების კუთხით აუცილებელია არსებობდეს მსგავსი მარნები და იმ ტრადიციით რა ტრადიციითაც ეს ღვინო მზადდება. თან ამ ღვინოს აქვს დიდი ისტორია. მინდა მეწარმეს ვუსურვო წარმატებები. მსგავსი ინიციატივებისა და იდეების განხორციელება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეღვინეობა საქართველოში განვითარდეს და ქვეყანა იყოს წარმატებული.” – ამბობს ცოტნე ზურაბიანი.
ხომლის უსახელაური ექსპორტზეა გატანილი და იგი რამდენიმე ქვეყანაში იყიდება. საქართველოში კი მისი ყიდვა მხოლოდ სამ ადილზეა შესაძლებელი.