ზაფხულში განსაკუთრებულად აქტუალურია სარემონტო სამუშაოები და დასვენების დაფინანსება.
მომხმარებლების არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ფინკა ბანკი აგრძელებს სესხების კამპანიას და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავად აირჩიონ სესხის ე.წ. „ინგრედიენტები“ – როგორიცაა სესხის თანხა, საშეღავათო პერიოდი, ვადა და შექმნან სესხი რემონტისთვის, სახლის განახლებისთვის, დასვენებისთვის.
როგორც ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი აბაშიძე ამბობს, სესხების კამპანია სრულად არის ორიენტირებული მომხმარებელის საჭიროებებზე – სესხის დამტკიცება ხდება სწრაფად, ზედმეტი პროცედურების გარეშე, მომხმარებლის შემოსავლების გათვალისწინებით ვადგენთ გადახდის გრაფიკსა და პერიოდულობას.
ფინკა ბანკის სესხი მართლაც გონივრული გამოსავალია, თუ არ გაქვთ დანაზოგი ან თქვენი დანაზოგი არ ჰყოფნის რემონტისა და დასვენების ხარჯებს. ფინკა ბანკის სესხის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც სერვის ცენტრებში, ისე ნომერზე *4949.