საქართველოდან ღვინის ექსპორტი

multicat=36 37%-ითაა გაზარდილი. 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38 392 510 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 37%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 88,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 14%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
“ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთის და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:
ჩინეთში – 138% (4 307 825 ბოთლი), უკრაინა – 64% (4 212 110), ბელარუსი – 57% (931 602), დიდი ბრიტანეთი – 47% (74 188), პოლონეთი – 44% (1 819 542), რუსეთი – 40% (20 531 892), ესტონეთი – 33% (516 048), ყირგიზეთი – 17% (202 666), იაპონია – 12% (141 774), აშშ – 12% (234 616), გერმანია – 11% (234 422), კანადა 7% (157 860), ლატვია 6% (978 762) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (20 531 892), ჩინეთი (4 307 825), უკრაინა (4 212 110) , ყაზახეთი (3 019 147) და პოლონეთი (1 819 542).
ამასთან, გასულ 10 თვეში, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 129 158 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 10 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 115,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 28,2% შეადგინა”, – ნათქვამია რადიო “ძველი ქალაქისთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.

აქვე გთავაზობთ 2016 წლის 10 თვის მონაცემების მაჩვენებლებს 2012 წლის 10 თვესთან შედარებით
• ღვინის ექსპორტი
2016 წ. – 38 392 510 ბოთლი
2012 წ. – 13 373 826 ბოთლი
ზრდა – 187%
თანხაში:
2012 წ. – 57, 5 მლნ აშშ დოლარი
2016 წ. – 88,3 მლნ აშშ დოლარი
ზრდა – 53%

• ბრენდის ექსპორტი
2012 წ. – 4 694 304 ბოთლი
2016 წ. – 7 129 158 ბოთლი
ზრდა – 51%
თანხაში:
2012 წ. – 14 მლნ აშშ დოლარი
2016 წ. – 16,3 მლნ აშშ დოლარი
ზრდა – 17%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *