აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფონზე მსოფლიოს ფინანსური ბაზრები და დოლარის კურსი დაეცა.
multicat=36 როგორც ეკონომიკური პორტალი bpn.ge წერს, ამ დროის მონაცემებით, ევრო დოლართან 2%-ით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულებამ 1,12 დოლარი შეადგინა. 1%-ით გამყარდა ბრიტანული ფუნტი დოლართან მიმართებაში.
3%-ით დაეცა დოლარის კურსი იაპონურ იენთან, 2%-ით შვეიცარიულ ფრანკთან.
ამასთან ერთად, ერთბაშად 5%-ით გაიზარდა ოქროს ღირებულება და უნციაზე 1,337 დოლარი შეადგინა.
„ბიბისის“ ცნობით, 24 ივნისის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოქროზე ფასი ერთბაშად ამდენით გაიზარდა. 24 ივნისს, „ბრექსიტის“ რეფერენდუმის ფონზე ოქრო ერთბაშად 8%-ით გაძვირდა.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით კი, საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის შესაძლო გამარჯვების ინფორმაციის ფონზე, 5,4%-ით დაეცა ტოკიოს ნიკკეის ინდექსი, 4,3%-ით S%P-ის ინდექსი, 3,6% დაეცა Dow Jones-ის ინდექსი.
მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ინვესტორები მომავალში ინდექსების გაუმჯობესების იმედს გამოთქვამენ.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”