რეჟისორ ელენე ნავერიანის მიერ, თამთა მელაშვილის რომანის „შაშვი შაშვი მაყვალი” მიხედვით გადაღებული ფილმის პრემიერა შედგება კანის კინოფესტივალზე. კინოსურათი კონკურსში მსოფლიოს მასშტაბით 30 ფილმს შორის მოხვდა

სურათი  მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელ სექციაში  „Quinzaine des cinéastes”.პროგრამა 1969 წელს დაარსდა და მიმდინარეობს კანის ფესტივალის მთავარი კონკურსის პარალელურად. მასში მონაწილეობას იღებს გამორჩეული ხედვის  რეჟისორების ნამუშევრები.

შუახნის, მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა. ეთეროს ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში თანდათან იკვეთება მთავარი გმირის მძიმე ცხოვრების ისტორია; პროვინციული ქალაქების, ერთი შეხედვით, უძრავი და უცვლელი, სოციალური თუ პიროვნული სირთულეებით დაღდასმული ყოფა, რომელიც ადამიანებზე გამანადგურებლად მოქმედებს; დილემები, რომელთა წინაშეც მთავარი გმირი უეცრად აღმოჩნდება და რაზეც საბოლოო პასუხიც მკითხველმა უნდა გასცეს.

ფილმში ორი ქუთაისელი მოსწავლე, მარიკო დიდია და ანი მოგელაძე მონაწილეობენ. მათთვის ფილმში მონაწილეობის პირველი გამოცდილებაა.

კანის კინოფესტივალი 16-დან 27 მაისის ჩათვლით გაიმართება

„შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის მესამე რომანია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *