საქართველოს საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, 25 აპრილს, საჯრო ბინლიოთეკაში, N13 საქალაქო და 8 საბავშვო ბიბლიოთეკების ერთობლივი ღონისძიება – მარიამ მარჯანიშვილის ახალი წიგნი – ალბომის “დერჩის ქვების ღაღადისი” წარდგინება გაიმართა.
მარიამ მარჯანიშვილი ფილოლოგიის დოქტორი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის განათლებისა და ახალი ისტორიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროებია: XIX-XX სს. ქართული ინტელიგენციის კულტურული იერსახე, ფემინიზმი და გენდერი, ქართული დემოკრატია, ქართული პოლიტიკური ემიგრაცია ევროპასა და ამერიკაში. არის 127 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 117 ნაშრომი გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. არის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების სამეცნიერო პროექტის წევრი და ავტორი. ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებული, მათ შორის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გრიგოლ რობაქიძის სახელობის პრემიის მფლობელი (თბილისი, 2023).
მარიამ მარჯანიშვილის ახალი წიგნი – ალბომი ეძღვნება ქართველ შემოქმედს, სოფელ დერჩის მკვიდრს, სკულპტორ ნოდარ ბანძელაძეს, რომელის ცხოვრებამ და შემოქმედებამ სამშობლოდან შორს, უზბეკეთში ჩაიარა, უზბეკეთში მოიპოვა მან შემოქმედებითი გამარჯვებები და აღიარება, ავტორი წერს შემოქმედის, სამშობლოდან შორს მყოფი წარმატებული ადამიანის შინაგან ტრაგედიაზე, გვაცნობს ნოდარ ბანძელაძის ცხოვრების გზას, შემოქმედებას… მონატრებულ სამშობლოში აბრუნებს მას, ვინც დერჩის ქვებიდან აქანდაკებდა უზბეკური ზღაპრების პერსონაჟებს, მათ საზოგადო მოღვაწეებს, ვინც საკუთარი კვალი დატოვა კულტურაში და ვინც განვლო „სიცოცხლე უსამშობლოდ, სამშობლოზე ნატვრით რიონის ნაპირებიდან უზბეკეთამდე…“