მუსიკოსთა თეორიული კონფერენცია “თაობათა ცვლა” უკვე  საერთაშორისო მასშტაბზე გავიდა.

კონფერენცია, რომელსაც ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა მასპინძლობს, 3-5 აპრილს გაიმართება და მასში მონაწილეობას  ქართველი, ევროპელი და ამერიკელი პროფესიონალები მიიღებენ.

კონფერენციის მიზანს  წარმოადგენს: საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე სპეციალისტების კონსოლიდირება და მათი ინტელექტუალური რესურსის მოზიდვა ქ. ქუთაისის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრებში,  ძველი ტრადიციების აღდგენა, აკადემიური განათლების პროპაგანდის ხელშეწყობა, მოზარდი თაობის აქტიური  ჩაბმა ამ პროექტში,  მათი  შესაძლებლობის  წარმოჩინება,  ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება  და განსაკუთრებული  ნიჭით დაჯილდოვებულ  მოსწავლეთა გამოვლენა  და  სტიმულირება, რეგიონების ჩართულეობა და მათი ინტეგრირება.

გამორჩეული თემის ავტორი – მოსწავლე დაჯილდოვდება დამფუძნებლის საავტორო პრიზით – “ეთერ კაკუშაძის სახელობის ფულადი პრემიით”

კონფერენცია 2019 წელს დაარსადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *