“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების დაფუძნებულ “ხალხის ძალას” მმართველი პარტიიდან კიდევ 5 დეპუტატი – დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, ზაალ მიქელაძე და ეკა სეფაშვილი უერთდება.
ასევე, ,,ხალხის ძალას” უერთდებიან POST TV-ის წამყვანები და ექსპერტები: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე, იოანე შაიშმელაშვილი.
,,მთლიანობაში, ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი. გარდა ამისა, საზოგადოებრივ მოძრაობას შემოუერთდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტები. თითოეული მათგანი ძალზედ დიდი შენაძენია ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობისთვის და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასა და სტაბილურ განვითარებას უკავშირდება”, – აცხადებს “ხალხის ძალის” ერთ-ერთი დამფუძნებელი სოზარ სუბარი.
მისივე განცხადებით, მათი მიზანია მოძრაობას წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდნენ.