რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ფრაქცია “სამართლიანი რუსეთის” ხელმძღვანელი სერგეი მირონოვი ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის მოწოდებით გამოდის.
ამის შესახებ მან გადაცემა “ანტონიმებში” ისაუბრა:
“უნდა დაიბომბოს ის ადგილები სადაც არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრები, სადაც არის ზელენსკი, გენერალიტეტი…”-განაცხადა მირონოვმა.
ჟურნალისტის კითხვაზე რა მოხდება თუ დაბომბის დროს ზელენსკი მოკვდება, აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლის პასუხი იყო – “ჯანდაბამდე გზა ჰქონია,”