საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში დღეს გაემგზავრება.

“ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტი, რომელიც გადაწყდა საბოლოოდ, რომ განხორციელდება შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ამან სულ სხვა დატვირთვა, წონა შეიძინა, შესაბამისად, სულ სხვა შედეგებსაც ველით. პირდაპირი ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარებს შორის იქნება ალბათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრ „ფეიკ ინფორმაციას“ გამოეცლება საფუძველი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ იმ ნიშნულიდან გვექნება ურთიერთობა, რა ნიშნულზეც ყოველთვის იყო ეს ორი მეგობრული ქვეყანა,”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, არ აქვს უფლება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ისაუბროს დღის წესრიგზე, მარშრუტზე ან კონკრეტულ დროზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *