საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება 50 ლარით გაეზრდებათ.
“ერთი წლის წინ, გახსოვთ, რომ მაშინ ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი. ანუ თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება შეადგენს 150 ლარს, პირველი ივნისიდან. ეს დახმარება გაგრძელდება მომავალი წელსაც და ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს, იმიტომ, რომ ბავშვებზე ზრუნვა არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა,— ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით წელს ბიუჯეტიდან 341 მილიონი ლარი გამოიყოფა და გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.