3 მარტს ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერ აქციას გამართავს.
აქციის მონაწილეები დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბებიან და ავტომანქანებით მსვლელობას მოაწყობენ.
აქცია 17:30-ზე დაიწყება.
რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, აქციები პერმანენტულ რეჟიმში იმართება.