Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2 მარტის მონაცემებით, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 840 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

დადასტურდა გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა, აჭარა – 167, იმერეთი – 446, ქვემო ქართლი -192, შიდა ქართლი – 256, გურია – 153, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296, კახეთი – 390, მცხეთა-მთიანეთი – 94, სამცხე-ჯავახეთი – 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 046 საიდანაც, 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1390, აჭარაში – 366, იმერეთში – 635. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 772 პირი, მათ შორის, თბილისში – 337, აჭარაში – 105, იმერეთში – 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 28, იმერეთში – 18. 78 622 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 616 159-ს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 231 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *