ბოლო 24 საათში საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების 6 847 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 759 შემთხვევა, აჭარაში – 362, იმერეთში – 1 226, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში – 446, გურიაში – 321, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 506, კახეთში – 542, მცხეთა-მთიანეთში – 174, სამცხე-ჯავახეთში – 140, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 85.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 930 საიდანაც:
4 479 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 137, აჭარაში – 418, იმერეთში – 725.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 000 პირი, მათ შორის, თბილისში – 448, აჭარაში – 105, იმერეთში – 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 34, იმერეთში – 23.
78 451 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.