დღეიდან, 3 იანვრიდან ქუთაისში, კინო “საქართველოში” გაიმართება ფილმის – რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ” ჩვენებები.
ფილმი კინო “საქართველო”-ში 14:40ზე დაიწყება.
პრემიერა ქუთაისში, 25 დეკემბერს შედგა.
ის ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის გადაღებაც ქუთაისში მიმდინარეობდა.
მსოფლიო პრემიერა 2021 წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამის ფარგლებში შედგა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოც მოიპოვა.
ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის ალექსანდრე კობერიძეს „ვერცხლის ჰიუგო“ გადაეცა.
ამერიკულმა გამოცემა Indiewire-მა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიის ათეულში დაასახელა.