მესხიშვილის თეატრში გიორგი კაშიას სპექტაკლის ,,ჯადოსნური წრე” პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლი ნიკოლოზ წულუკიძის იგავ-არაკების მიხედვით შეიქმნა. სპექტაკლს 7 მოქმედი გმირი ჰყავს, ისინი სხვადასხვა იგავ-არაკების პერსონაჟებს განასახიერებენ. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, ემიგრაცია, მეგობრის გაუტანლობა, შრომის დაუფასებლობა-სწორედ ამ თემებზეა ძირითადი აქცენტები დასმული გიორგი კაშიას სპექტაკლში. სხვადასხვა იგავ-არაკის სიუჟეტები საბოლოდ ერთ მთლიანობად იკვრება და იმ რეალურ პრობლემებზე გვაფიქრებს, რაც ჩვენ ირგვლივაა.
,,სპექტაკლი ნიკოლოზ წულუკიძის იგავ-არაკების მიხედვით დავდგით. მადლობა მას გვერდით დგომისთვის. სპექტაკლი ერთ თემაზე არ არის, სხვადასხვა თემებზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული. ძირითადი გმირი კი მშრომელი ადამიანია, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება თეატრში, სადაც დიდი ხანია არ ყოფილა,”-ამბობს სპექტაკლის რეჟისორი გიორგი კაშია.