,,ქართული ოცნების’’ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა’’ აქციაზე ვითარების გამწვავებას ხელოვნურად ცდილობს.

მისი შეფასებით, ოპოზიციის მიზანია, რომ პოლიციასთან რაიმე სახის შეჯახება მოხდეს, რადგან მათ 7 ნოემბრის კომპლექსი აქვთ და ცდილობენ, სხვამაც ისეთი ქმედება გაიმეოროს, რომ საკუთარი თავი გაამართლონ.

 

არეულობა და პარალიზებაა.

„სანაპიროზე ინტენსიური მოძრაობაა და ქალაქის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება შეუფერხებლად იყოს, გზას სპეციალურად ჩახერგავენ თავიანთი იქ მისვლით, რათა ქალაქის პარალიზება მოხდეს. ამის მიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაცამ პროტესტი გამოხატოს ან თავისი აზრი თქვას, არამედ აქციის მიზანია, ქალაქისა და ქვეყნის პარალიზება. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომ მოახდინონ ადამიანების ცხოვრების პარალიზება ხელოვნურად. უნდათ, ქვეყანა მუდმივი ჯანჯღარის პროცესში იყოს და ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიოს.

მათი მიზანია, რომ პოლიციასთან რაიმე სახის შეჯახება მოხდეს. მათ ხომ 7 ნოემბრის კომპლექსი აქვთ – სულ უნდათ, სხვამაც გაიმეოროს ისეთი, რომ საკუთარი თავი გაამართლონ,”-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *