ოპოზიციამ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები მეტრო ავლაბრის ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ დაიძრნენ და ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ადგილზე შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია განმარტავს, დღევანდელი აქტივობა ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.