არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
იოსებ ხახალეიშვილი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ რომ მან და მისმა გუნდმა ღირსეუილი გაარჯვება მოიპოვეს.
,,პირველ ტურში ჩვენ მთავარი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან უმრავლესობა მოვიპოვეთ საკრებულოში, ასევე საქართველოს მასშტაბით ,,ქართულმა ოცნებამ ” 47% მოიპოვა. უკვე მეორე ტურში 3000 ხმით გავიმარჯვე. 20-დან 19 ქალაქში ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მადლობა მხარდამჭერებს, მადლობა მედის კრიტიკისთვის და თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ გვექნება ატიური და პოზიტიური თანამშრომლობა,’’-ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.
იოსებ ხახალეიშვილმა ასევე წინასაარჩევნო და საარჩევნო გარე შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ოპონენტებმა მის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი კამპანია აწარმოეს, მაგრამ მან თავისი კამპანიის ბოლომდე მიყვანა შეძლო და გაარჯვებაც მოიპოვა.
,,ის კამპანია, რაც ოპონენტებმა ჩემს წინააღმდეგ აწარმოეს შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ქალაისთვის. მაგრამ შევძელი ჩემი კამპანია ბოლომდე მიმეყვანა ისე როგორც ამ ქალაქს და ჩემს ოჯახს შეშვენის,’’-აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.
ის ამბობს, რომ მისი და მისი გუნდის უახლოესი დღეების სამუშაო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაა და ქუთაისელებს ბევრ ახალ პროექტს ჰპირდება.
,,იქნება ბევრი პროექტი, როგორც 2022, ასევე შემდეგ წლებში. ყველას, ვისაც ჩემს მიმართ დარჩა კითხვა პასუხგაუცემელი ან ჰქონდა პრეტენზია, დავანახებ, რომ ეს არჩევანი იყო სწორი,”-ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.
#59 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 124 უბნის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის არჩევნების მეორე ტურზე ხმათა უმრავლესობა მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა მოიპოვა. მან 34925 ხმა მიიღო, რაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 51,64%-ს შეადგენს. რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს, მას ხმა 32703 ამომრჩეველმა მისცა, რაც 48, 36%-ს შეადგენს.