ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, გახდება თუ არა სავალდებულო ე.წ. მწვანე პასპორტი.

მისი თქმით, საქართველოზე მორგებული მწვანე პასპორტის იდეა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე წარუდგინა საკოორდინაციო საბჭოს:

“მივესალმებით ბიზნესის ინიციატივებს და რაც მეტი იქნება ეს ინიციატივა ძალიან კარგია ბიზნესის მხრიდან. რაც შეეხება სავალდებულოობას, ამ ე.წ. მწვანე პასპორტის, ანუ, საჯარო თუ სხვა დაწესებულებებში მწვანე პასპორტის, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოში.

მწვანე პასპორტის სხვადასხვა ვერსიები აქვს სხვადასხვა ქვეყნებს. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანას [ისეთი] მწვანე პასპორტი აქვს, რომ საჯარო დაწესებულებაში ვერ შეხვალ თუ არ აჩვენებ ამ მწანე პასპორტს, რომ თქვენ ორჯერ აცრილი ხართ ან ბოლო 72 საათში  გაქვთ უარყოფითი, ან ბოლო 6 თვეში გაქვთ გადატანილი დაავადება — 3G-ის პრინციპი. ზოგ ქვეყნებს აქვთ ეს, რომ ვთქვათ, სამასპინძლო დაწესებულებებში ვერ შეხვალთ ასე, რესტორნებში, კაფეებში, ბარებში. ზოგიერთ ქვეყნებს აქვთ, ვთქვათ, შიდა მოგზაურობებზე”, — ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *