იმერეთში კვლავ მაღალია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი.
13 ოქტომბრის მონაცემებით, ვირუსის 1 028 შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში დაბალია ვაქცინაციის ტემპიც. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
დღეს, საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 1 586, ხოლო გარდაიცვალა 26 ადამიანი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 256 საიდანაც, მძიმე პაციენტია 1 053, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 250.