ქუთაისში, დღეს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის ნობათის დარიგება დაიწყო.

ბაგა – ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, მოზარდთა ოჯახებს  9 სახის პროდუქტი გადაეცემათ.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელის ნობათში შედის:


1 კგ. ფქვილი, 1 კგ ბრინჯი, 1კგ. შაქარი, 1კგ ბურღული, ათი ცალი კვერცხი, ერთი ბოთლი ზეთი, ორცხობილა, მაწონი, კარაქი.

ქუთაისში 37 სახელმწიფო ბაღია. წელს, საჯარო ბაღებში  აღსაზრდელთა რაოდენობა 7 643-ი.



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *