“მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობს იქეთ, ვუზღუდავდი თავისუფლად გადაადგილების ნებართვას,” – აცხადებს იმერეთის სამხარეო პოლიციის მოქმედი გამომძიებელი ზურაბ ხმელიძე და თანამდებობას ტოვებს. ხმელიძე სოლიდარობას უცხადებს რიონის ხეობის მცველებს და  უწყებისთვის  პოლიციის მოწმობის ფოსტით გაგზავნას აპირებს.

“ძალიან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზე, ნამუსზეც, როდესაც უბრალოდ მოქალაქე, რომელსაც აქვს თავისი ბრძოლა, თუნდაც ქვეყნისთვის და შენ ფორმიან მოქალაქეს, რომელსაც გევალება მოქალაქეების დაცვა, საკუთარი მიწის დაცვა, განზე ხარ გამდგარი და პირიქით, ხელს უშლი მათ.”

ხმელიძე მთავარ არხთან ექსლუზიურ ინტერვიუში ყვება, რომ მათი მთავარი დავალება იყო, აქციის მონაწილეები არ მოხვედრილიყვნენ ბარიკადს მიღმა –
“უმთავრესი დავალება იყო, მომიტინგეები არ მოხვდნენ ზღურბლს იქეთ. ამ ყველაფერს წყვეტს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი – სულხან თამაზაშვილი.”

იმერეთის სამხარეო პოლიციის გამომძიებლის თქმით, მის პოზიციას უწყებაში ბევრი იზიარებს და პოლიციის თანამშრომლები ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ მძიმე სამუშაო პირობებში მუშაობა და დისკრიმინაციული დავალებების შესრულება უწევთ.
“ყველა არის ზღვარზე!” -აცხადებს ის.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *