ქუთაისში ვეტერინარიის ფაკულტეტის შექმნას
ითხოვენ. ინიციატივა “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელთაც ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს. ამ დროისთვის შეგროვებულია 200-მდე ხელმოწერა, რომლებიც საბოლოოდ განათლების სამინისტროში გადაიგზავნება.
“ვეტერინარიის ფაკულტეტი არ არსებობს არც ქუთაისში და არც იმერეთში. ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ სფეროთი, უყვართ ცხოველები და უნდათ, რომ ჰქონდეთ ეს პროფესია, უწევთ წავიდნენ ქალაქიდან ან სხვა ფაკულტეტზე ჩააბარონ. ამიტომ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რათა განათლების სამინისტროს დავანახოთ, რომ ამ ფაკულტეტზე მოთხოვნა მზარდია,”-ამბობს ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გაგი ახალაძე.
ამ დროისთვის ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.