წყალტუბოში, სადაც რიონის ხეობის “მცველები” იყვნენ
შეკრებილი, სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ “ენკას” მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანა და კომპანია დააჯარიმა. კომპანიას გარემოს დაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტი ედავებოდა. კომპანია “ენკა” 5 000 ლარით დაჯარიმდა.
ადგილზე შეკრებილი რიონის ხეობის “მცველები” აცხადებენ, რომ მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ეს არის კიდევ ერთხელ აღიარება ხელისუფლების მხრიდან, როგორი ლეგიტიმურია მათი მოთხოვნა. ხეობის ერთ-ერთი მცველის, მირზა ნოზაძის თქმით, სასამართლოს ძალითაც დადასტურდა ხეობაში “ენკას” უკანონო საქმიანობა.
“ენკა” მნიშვნელოვანი დარღვევებით აწარმოებს სამუშაოებს, რაც სასამართლომ დაადასტურა. ეს უკვე დეკლარირებულია სასამართლოს მიერ. კომპანიას არ ჰქონდა შესაბამისი კვლევები, რა გავლენას იქონიებდა პროექტი ტვიშის მიკროზონაზე, ასევე არ ჰქონდათ ნარჩენების მართვის გეგმა, ედავებოდნენ კომპანიას, რომ არ სარგებლობდნენ შემოვლითი გზით და სხვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები ვართ, თუმცა, ეს ჯარიმა არ არის საპირწონე იმ დარღვევების, რასაც “ენკა” ხეობაში ახორციელებდა,”-განაცხადა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.
წყალტუბოში შეკრებილმა მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის მერიასთან გადაინაცვლეს.