ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში სტუდენტები განახევრებულ ფასად იმგზავრებენ.
გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ დღეს გამოიტანა. სამგზავრო შეღავათები სხვა ჯგუფებსაც დაუწესდებათ. სტუდენტების მსგავსად, 50%-იან შეღავათს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებიც მიიღებენ. მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან ქუთაისში რეგისტრირებული შშმ პირები და მათი თანმხლები პირები, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებნი, რომელთა ქულაც 65 ათასს არ აღემატება, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ააიპ,, მადლიერების სახლის” ბენეფიციარები. რაც შეეხება ახლანდელ სამგზავრო ტარიფს, მისი ღირებულება არ მოიმატებს.
,, სამგზავრო შეღავათები მას შემდეგ დაწესდება, რაც გადახდის ელექტრონულ სისტემას სრულად გავმართავთ და მოხდება გაჩერებების ადაპტირება. საჭიროა ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავება, რათ ჩვენს მოქალაქეებს სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ.დაახლოებით, 15 ივნისიდან გადახდის სიტემა გაიმართება და საშეღავათო სისტემაც დაინერგება. შეღავათები როგორც ქუთაისელ, ასევე რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებსაც დაუწესდებათ, რომლებიც ქუთაისის უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობენ,” – ამბობს ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი.
ქუთაისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 36 ახალი ავტობუსი გადასცა. მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულება 40 თეთრს შეადგენს.