რიონის ხეობის “მცველები” საგანგებო განცხადებას
multicat=36 აკეთებენ. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა ხელისუფლებისათვის მიცემული ვადის ამოწურვის შესახებ განაცხადეს, გუბერნატორი დაუკავშირდათ და უთხრათ, რომ კოვიდისა და შარლ მიშელის ვიზიტის გამო პრემიერმა დრო ვერ გამონახა, რათა ნამოხვანთან დაკავშირებული საკითხები გაევლოთ. რიონის ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვადის პარასკევამდე გახანგრძლივება ითხოვა.
“თუ კი ამას დაემატება კოვიდისგან გამოწვეული შეზღუდვები, აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება, ადამიანებს საშუალება აღარ ექნებათ, რომ ჩვენამდე მოვიდნენ და თავისუფლად დავგეგმოთ პროტესტი, ეს ბუნებრივია გააჩენს განცდას იმისას, რომ ხელისუფლებამ გაწელა დრო შეგნებულად, გამოიყენა კოვიდის ფაქტორი და შეზღუდა ჩვენთვის პროტესტის შესაძლებლობა. მათ თქვეს, რომ დღესვე მოხდება საკითხის პრემიერთან განხილვა და პარასკევამდე იქნება პასუხი,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა და განმარტა, რომ ელოდებიან პირობების შესრულებას, რომ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება ნებადართული იყოს, ასევე წინამოსამზადებელი სამუშაოები შეწყდეს. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა არ იქნება და ხეობის “მცველები” ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.
რიონის ხეობის მოსახლეობა უწყვეტ პროტესტს აგრძელებს. მათ კარვებში 177-ე ღამე გაათიეს.