ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 369 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 67 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ შიდა ქართლი მოდის.
იმერეთის საავადმყოფოებში 246 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 70 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 12 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 763 მოქალაქეა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 378 პირი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 269 384-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი. ვირუსს ჯამში 3 674 პირი ემსხვერპლა.