იმერეთში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. დღეს პროცესში
კიდევ 5 მუნიციპალიტეტი ჩაერთო. ქუთაისში 4, ხოლო ზესტაფონში 2 ამცრელი დაწესებულება ფუნქციონირებს, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი ერთ-ერთი.
როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგიზე ამბობს, იმერეთის მასშტაბით აცრა 190-მა მედიკოსმა გაიკეთა, ხოლო აქედან ქუთაისში 90 ჩატარდა. დღეს კი ჩატარებულ აცრებს 25-მდე დაემატა.
გოჩა გიორგიძე ამბობს, რომ უკვე აცრილი მედიკოსებს რაიმე ტიპის გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებიათ.
“არანაირი გართულებები არ გვქონია. რაც შეეხება იმ რეაქციებს, რომლებიც აცრის შემდგომ რეაქციებად ითვლება, ასეთი რეაქცია შეიძლება ნებისმიერ ვაქცინას ახლდეს. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი რესპირატორული სიმპტომები, ტემპერატურა და ტკივილი. ეს ბუნებრივი რეაქციებია,”-განაცახდა გოჩა გიორგიძემ.
იმერეთისათვის 5 500 დოზა ვაქცინაა განკუთვნილი.