ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 537 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 79 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ კახეთი მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 247 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 66 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 13 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 702 მოქალაქეა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 128 პირი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 268 693-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. ვირუსს ჯამში 3 658 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *