ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 159 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 23 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ კახეთი მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 257 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 74 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 10 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში  647 მოქალაქეა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 328 პირი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 268 565-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი. ვირუსს ჯამში 3 650 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *