შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისის მერობის კანდიდატის ირაკლი კიკვაძის
ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე მოკვლევა საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია “ლეიბორისტების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა – ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მისივე თქმით, ინციდენტში 30-მდე პირი მონაწილეობდა.
პოლიციამ გამოძიება ჯამში სავარაუდო სამართალდარღვევის 6 ფაქტზე დაიწყო.