ხმაური იყო ქუთაისის 74-ე საარჩევნო უბანზე. “ლელოს” ინფორმაციით,
საარჩევნო უბანი დაატოვებინეს დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს. მათ განუცხადეს, რომ უბანი დეზინფექციისათვის დაიკეტა. მათივე თქმით, უბნის ტერიტორიაზე დარჩა მხოლოდ დამლაგებელი. “ლელოს” წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული კენჭისყრის პროცესის სრული დარღვევაა.
საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ იმ მომენტისათვის ადგილზე ამომრჩეველი არ იმყოფებოდა. მათივე განმარტებით, უბანი ყველა წევრს არ დაუტოვებია, რასაც კამერების ჩანაწერები დაადასტურებს.
ამ დროისათვის კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.