“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის მერობის
კანდიდატმა, ირაკლი კიკვაძემ არჩევანი უკვე გააკეთა. მან ხმა 102-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
,,ხმა მივეცი უსამართლობის დასრულებას, ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მომავალს. ჩვენ უნდა დავასრულოთ მახინჯი პოლიტიკური კულტურა. დრო არის მრავალპარტიული, ჯანსაღი დემოკრატიული მმართველობის,” – განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
ის ამბობს, იმედი აქვს ქუთაისელი ამომრჩეველი გონივრული არჩევანს გააკეთებს და მხარს მრავალპარტიულ მმართველობას დაუჭერს.