“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის

კანდიდატმა, გიგა შუშანიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა ქუთაისის 117-ე საარჩევნო უბანზე მისცა. შუშანიას განმარტებით, მან ხმა მისცა იმ ძალას, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, საქართველო იქნება მდიდარი ქვეყანა და მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება არ მოუწევთ.

“ეს არის არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი დღეს იზეიმებს გამარჯვებას. იზეიმებს ამ უიმედობაზე, დაცინვაზე, რომელიც 8 წლის განმავლობაში ოლიგარქმა დაგვატეხა თავს. დღეს ქართველი ხალხი საარჩევნო უბნებზე ყველაზე მძლავრ იარაღს, საარჩევნო ბიულეტენს გამოიყენებს და დაუმტკიცებს ოლიგარქს, რომ საქართველო და ჩვენი შვილების მომავალი ფულზე არ იყიდება,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის მერობისათვის 8 კანდიდატი იბრძვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *