“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა
ხმა ქუთაისის 66-ე საარჩევნო უბანზე მისცა. ის საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად შვილებთან ერთად მივიდა. ნაცვლიშვილის თქმით, მან მხარი ქართულ პოლიტიკაში ახალ ძალას დაუჭირა.
“მე ხმა მივეცი ახალ ძალას და ახალ იმედს ქართულ პოლიტიკაში. ძალას, რომელსაც თამამად მივანდობ ჩემი ქვეყნის და ჩემი შვილების დღევანდელ და ხვალინდელ დღეს.
დღეს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ ორ საქართველოს შორის: ან ვირჩევთ სიღარიბეს და უიმედობას, ან ვირჩევთ სიახლეს, რომელიც შექმნის საქართველოს ძლიერ, წელში გამართულ სახელმწიფოს. მე ვირჩევ რეალურ სიახლეს.
კიდევ ერთხელ მივმართავ მოქალაქეებს, არ დარჩეთ სახლში, თქვენი ხმა გადამწყვეტია,”-განაცახადა ანა ნაცვლიშვილმა.
ქუთაისის მაჟორიტარობისათვის 22 კანდიდატი იბრძვის.