“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ
ხახალეიშვილმა ხმა ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე მისცა. ხახალეიშვილმა თქვა, რომ მან მხარი მშვიდობასა და სტაბილურობას დაუჭირა. მერობის კანდიდატს ღირსეული გამარჯვების მოლოდინი აქვს.
“პირველ რიგში, მინდა მთელ საქართველოს მშვიდობიანი და წარმატებული დღე ვუსურვო. ჩემი არჩევანი გახლავთ მშვიდობა, სტაბილურობა. ჩემი არჩევანია განათლება და განვითარება. ქალაქი, რომელიც იქნება უფრო მეტი შესაძლებლობების მიმცემი თითოეული ქუთაისელისათვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ჩემი და ჩემი გუნდის გამარჯვებით დასრულდება და ჩვენ შევუდგებით ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას. გვაქვს ღირსეული გამარჯვების მოლოდინი,”-განაცახდა ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მერობისათვის 8 კანდიდატი იბრძვის.