იმერეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობით იმერეთი მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ აჭარაში ფიქსირდება, მეორე ადგილზე კვლავ თბილისია. ბოლო 24 საათში აჭარაში 196 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო თბილისში -178.
საქართველოში კორონავირუსის 478 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 12 272 დადასტურებული შემთხვევაა. ინფექციისგან ბოლო 24 საათის განმავლობაში 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა.