ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტი რჩება. ისინი კოვიდ 19-ზე მკურნალობას

აგრძელებენ. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტებს შორის ორი ტრაილერის მძღოლია წყალტუბოდან და ზესტაფონიდან, ხოლო 68 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი კაცი წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან საავადმყოფოში ორშაბათს გადაიყვანეს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ტრაილერის მძღოლს, რომელიც ზესტაფონიდანაა, სავარაუდოდ, ტესტი ხვალ ჩაუტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განმეორებით კვლავ გადამოწმდება და ორი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კლინიკიდან გაეწერება.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს სულო 41 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4 -ით გაიზარდა და 822 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე არის განთავსებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *